„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე დაასახელა

პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად და საარჩევნო სიის მეორე ნომრად არჩილ თალაკვაძე დაასახელა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩილ თალკვაძე პარლამენტის მუშაობას წარმატებით უძვება.

" „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეორე ნომერი იქნება არჩილ თალაკვაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელებას მომდევნო, მეათე მოწვევის პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ არჩილი 2012 წლიდან არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი. სხვადასხვა დროს იყო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 2018 წლიდან კი, არჩილ თალაკვაძე წარმატებით უძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას",- განაცხადა კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს