კახა კალაძე - 8 წლის მანძილზე უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა - კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ

8 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალა ,- ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა მოქალაქეებისთვის ღირსების შეგრძნების დაბრუნებაა.

„მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლის თავზე, მსურს უპირველესყოვლისა აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენმა გუნდმა განახორციელა. თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში, ჩვენ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ შევცვალეთ ყველაზე მთავარი, სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი. 8 წლის მანძილზე უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებისთვის, წამების და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძლა. კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღობის ხარისხის ამაღლებაზე, ვსაუბროთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტების პირობების შენარჩუნებაზე“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება