კახა კალაძე - თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ

შევძელით ყველაზე მთავარი, სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ დაიბრუნა საკუთარი ადგილი, - ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა განვითარების შეუქცევად გზას დაადგა.

„არავინ იცის რამდენი ხანი გასტანდა რეჟიმი, რომ არა ის გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც 2012 წელს მოხდა. ეს ყველაფერი ამ ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ და ჩვენი თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.

დღემდე ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე ჩემი თანადგომა საკუთარი ქვეყნის და ხალხის განთავისუფლების საქმეში. იმ დღიდან მოყოლებული მეც თქვენსავით ერთგულად ვდგავარ ჩემს მიერ არჩეული ქვეყნის თავისუფლების და ხალხის მსახურების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი აცნობიერებს იმ დიდ პოლიტიკურ მისიას, რასაც შევეჭიდეთ. აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მოგვანიჭა.

ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა, იცვლებოდა ხალხიც, ახალი პროფესიონალებით ივსებოდა ჩვენი გუნდი. ბევრი გულდაწყვეტა იყო, ტკივილი, მაგრამ შევძელით ყველაზე მთავარი, სახელმწიფოში ადამიანმა, მოქალაქემ დაიბრუნა საკუთარი ადგილი, ქვეყანა დადგა მშვიდობიანი ნორმალური განვთარების შეუქცევად გზაზე. პირადად ჩემთვის არასდროს ყოფილა ვიწროპარტიული ინტერესები ამოსავალი წერტილი, ყოველთვის იყო ქვეყნის და ხალხის ინტერების მსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა