არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი გუნდით, გამოცდილი ადამიანებით ის გეგმა, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, განვახორციელოთ, მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ " ქართული ოცნების" სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რომელიც "ქართული ოცნების" გუნდს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით აქვს.

„ქართულმა ოცნებამ" წარვუდგინეთ საზოგადოებას ჩვენი პროპორციული სიის პირველი ოცეული, როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს და მხარდამჭერებს. ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები, ახალი კადრები ერთად არიან. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოების. ჩვენ გვჯერა, ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი მოქალაქეების და ასევე, რასაკვირველია, ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით. გუნდი, როგორც ხედავთ დაკომპლექტებულია მთლიანად გამოცდილი, წარმატებული ადამიანებით.

გიორგი გახარია იქნება სიის პირველი ნომერი და მომავალი პრემიერ-მინისტრიც. საპარლამენტო გუნდის შემადგენლობა ყველამ ნახეთ, როგორც საგარეო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე, ასევე ეკონომიკურ სფეროში წარმატებული ადამიანები, აკადემიური სექტორიდან, სპორტსმენები - პრაქტიკულად, ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით",- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო