არჩილ თალაკვაძე - ჩვენ მომავალზე ორიენტირებული გუნდი ვართ, გარწმუნებთ, მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ გეგმების შესრულებას და ქვეყნის განვითარებას

ჩვენ მომავალზე ორიენტირებული გუნდი ვართ. გარწმუნებთ, ჩვენ მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ ჩვენი გეგმების შესრულებას და ქვეყნის განვითარებას , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისას საკმარისი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავალესობა ჩამოაყალიბოს.

„კვლევებით ნახეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ კამპანიის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, რაც სრულიად საკმარისია საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის და მთავრობის დაკომპლექტებისთვის. კამპანიის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ამ რეიტინგს, რადგან ჩვენ მივდივართ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან, ვაბარებთ ანგარიშს რა გავაკეთეთ, რა რჩება პრობლემად და რის გაკეთებას ვაპირებთ. დღეს კი წარმოვადგინეთ ის გუნდი, ვინც ამ პროგრამას შეასრულებს. ჩვენ მომავალზე ორიენტირებული გუნდი ვართ. გარწმუნებთ, ჩვენ მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ ჩვენი გეგმების შესრულებას და ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად და საარჩევნო სიის მეორე ნომრად არჩილ თალაკვაძე დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო