ევროკავშირმა რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა.

როგორც ევროკავშირის ხელისუფლებაში განაცხადეს, სანქციები, რომელიც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ გამოიცა, მომავალი წლის მარტამდე კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა.

„დღეს ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ 6 თვით, 2021 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივოს სანქციები იმ პირებისა და დაწესებულებების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ხელყოფას ან მას საფრთხეს უქმნიან. არსებული ამკრძალავი ზომები გულისხმობს როგორც მიმოსვლის შეზღუდვას, ასევე ანგარიშების გაყინვას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

მათივე თქმით, სანქციები 175 პირსა და 44 დაწესებულებაზე ვრცელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა