მამუკა მდინარაძე - არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის "ქართული ოცნების" რეიტინგი, გაკეთებული საქმეები, რეალური გეგმები და განახლებული გუნდი

არჩევნებში მაღალი შედეგის დადების გარანტია არის პირველ რიგში "ქართული ოცნების" დღევანდელი რეიტინგი, გაკეთებული საქმეები, ხვალინდელი დღე, ორიენტირება მომავალზე, რეალური გეგმები და რა თქმა უნდა, დღევანდელი განახლებული გუნდი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სიის შერჩევის ნიშანი და კრიტერიუმები იყო პროფესიონალიზმი, პატიოსნება, განვლილი ცხოვრება, სადაც ამ ადამიანებმა შექმნეს წარმატებული კარიერა.

"წარმატება იყო შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც ჩვენ ისინი ავირჩიეთ. თუკი, ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სახეებზე, მათ ევალებათ და არიან განწყობილნი, რომ მათი პირადი წარმატებული კარიერა გადაზარდონ ქვეყნის წარმატებაში და იღვაწონ თავისი ქვეყნისთვის. სამშობლოს სიყვარული არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, გულწრფელობა და რაციონალურ-რეალური დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, საქმის კეთების სურვილი და შრომისუნარიანობა. ჩამოვთვალე ის კრიტერიუმები, რაც აუცილებლად უნდა გაჩნდეს პოლიტიკოსს იმისთვის, რომ მოხდეს პასუხისმგებლიანი პარტიის სიის პირველ ოცეულში, როდესაც ამ პარტიას პასუხისმგებლობა აქვს თავისი ქვეყნის წინაშე",- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე - რატომ მოხვდნენ სპორტსმენები საპარლამენტო სიის პირველ ოცეულში და რატომ მოისურვეს მათ პოლიტიკაში მოსვლა? - მდინარაძემ განაცხადა, რომ "მათ სამშობლო უყვართ, წარმატებული კარიერა ჰქონდათ, სამაგალითოები, მისაბაძები არიან და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება უნდა იყოს".

"მათ ბევრი უნდა გააკეთონ სპორტის მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში. ასევე ბევრი უნდა გააკეთონ აღსრულების კონტროლის მიმართულებით. საქართველოს მომავალი გადის ჩვენი ქვეყნის სიჯანსაღეზე. ისინი მოწოდებულნი არიან, რომ თავიანთი პირადი მაგალითი იყოს მაგალითი ქვეყნისთვის და იყოს განვითარება განსაკუთრებით ამ მიმართულებით",- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს