ადვოკატი - თამარ ბაჩალიაშვილი ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატის და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველის, ეკა ქობესაშვილის ინფორმაციით, საქმეში არსებობს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეოდღიურები, სადაც ის ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, "რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა”.

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ ხდებოდა ამ მასალებით აპელირება, თითქოს ეს შეიძლება, ყოფილიყო თვითმკვლელობამდე მიმართული ქმედებები.

"ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა. მიზეზებზე საუბარი არ არის, ის ფიქრობს, რომ შეიძლებოდა ცხოვრებაში მეტისთვის მიეღწია და უფრო მეტი გაეკეთებინა და რაღაც გარემოებები სამსახურში აღიზიანებდა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი ასეთი ტიპის ვიდეოებს წერს, იმასაც აუცილებლად ჩაწერდა, რომ იმ დღეს თავს მოიკლავდა.

არ ვიცი რატომ ხდებოდა ამ მასალებით აპელირება აქამდე, თითქოს ეს შეიძლება, ყოფილიყო თვითმკვლელობისკენ მიმართული ქმედებები და თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესია. ჩვეულებრივი ვიდეოდღიურებია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს. უმეტესი ვიდეოდღიური გადაღებულია მის შეყვარებულთან, თუ როგორი ბედნიერია. ასევე არის ნაწილი, სადაც ის ბრაზობს საკუთარ თავზე, სწავლის წარუმატებლობაზე.

ის მუშაობდა საკუთარ თავზე, რომ ჰქონოდა მაღალი თვითშეფასება და მიეღწია უფრო მეტისთვის კარიერაში. არის ვიდეოები, სადაც სიბნელეა, თამარი საერთოდ არ ჩანს და საუბრობს. დეპრესიული დეტალები ნამდვილად არის, თუმცა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პერიოდი შეიძლება, ნებისმიერს ქონდეს”, - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა