მიხეილ დაუშვილი - ჩემი უპირველესი ამოცანაა ვიზრუნო და ვიმუშაო ყოველდღიურად თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს არსებობაზე

ჩემი უპირველესი ამოცანაა ვიზრუნო და ვიმუშაო ყოველდღიურად თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს არსებობაზე და უზრუნველყოფაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" სიის მე-11 ნომერმა მიხეილ დაუშვილმა მედიის წარმომადგენლებთან წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც დაუშვილმა აღნიშნა, ის იქნება თითოეული მეწარმის, ბიზნესმენის ხმა საქართველოს პარლამენტში.

"მადლობა მინდა ვუთხრა "ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ჩემი ამოცანა იქნება, რომ პარლამენტში ვემსახურო ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად. ჩემი უპირველესი ამოცანაა ვიზრუნო და ვიმუშავო ყოველდღიურად თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს არსებობაზე და უზრუნველყოფაზე. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დამატებით სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რასაკვირველია, ჩემი ამოცანა იქნება ასევე თითოეული მეწარმის, ბიზნესმენის ხმა ვიყო საქართველოს პარლამენტში ", - განაცხადა დაუშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს