ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდეს

ნორვეგია აპირებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა შეაჩეროს - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ქვეყანა შესაძლოა იძულებული გახდეს, რომ მკაცრი ზომები დააბრუნოს. სოლბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს უფრო მკაცრი ზომების შემოღებას ადგილობრივ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე, თუკი ეპიდემიის შეჩერება ვერ მოხერხდება.

მისივე თქმით, საჯარო შეკრებებზე მოქმედი ნორმა, რომელიც ამჟამად მაქსიმუმ 200 კაცს გულისხმობს, შესაძლოა 50 კაცამდე შემცირდეს, ხოლო კერძო ღონისძიებებზე მაქსიმუმ 5-10 ადამიანის შეკრება გახდეს დასაშვები. ასევე, შესაძლოა უნივერსიტეტებსაც დაევალოთ ონლაინ სწავლების მეთოდზე დაბრუნება. გასულ კვირაში ქვეყანას 738 ახალი შემთხვევა ჰქონდა, რაც ერთი კვირისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აპრილის შემდგომ.

ნორვეგიამ თავდაპირველად კარანტინი მარტის შუა რიცხვებში გამოაცხადა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა მაისში დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო