გიორგი ვაშაძე - დამსხვრეული ოცნებების პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მოწყვეტილია ქართველ ხალხს

დამსხვრეული ოცნებების პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მოწყვეტილია ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, წლების განმავლობაში დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ქვეყანას არაერთი კრახი განაცდევინა.

"ერთ მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია, 240,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც დავკარგეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, კრიმინალის ორჯერ გაზრდა, ადამიანებს არ შეუძლიათ მედიკამენტების შეძენა და ვერ იხდიან ბანკის ვალს, ეს არის დამსხვრეული ოცნებების პარტიის მიღწევები.

დღეს დამსხვრეული ოცნებების პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რამდენად მოწყვეტილნი არიან ქართველ ხალხს, ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

ერთადერთი გზა, რომ გვქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე, მდგომარეობს დამსხვრეული ოცნებების პარტიის ჩანაცვლებაში, დავამარცხოთ სიღარიბე და კრიმინალი და დავიწყოთ აღმშენებლობა.

ჩვენ გვაქვს გეგმა ამისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ",- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა