საფრანგეთში კორონავირუსის 10 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

BBC-ის ინფორმაციით, დღეს მინისტრებისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომების გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მოიმატა იმ პაციენტების რაოდენობამაც, რომლებსაც რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ 19-ს დღემდე 30 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს