რუსეთთან, ჩინეთსა ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიებზე შეტევა განახორციელეს

რუსეთთან, ჩინეთსა ირანთან დაკავშირებული ჰაკერები იმ ადამიანებსა და ჯგუფებზე თავდასხმას ცდილობენ, რომლებიც აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში არიან ჩართულები, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Microsoft-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, თავდასხმაში ის რუსი ჰაკერებიც მონაწილეობენ, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „დემოკრატების“ კამპანიაში ჩაერივნენ.

Microsoft-ის განმარტებით, ჰაკერების სამიზნე როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ისე „დემოკრატ“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის, კამპანიაა.

კომპანიის ცნობით, Strontium-ს ჯგუფის რუსმა ჰაკერებმა შეტევა 200-ზე მეტ ორგანიზაციაზე განახორციელეს, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია როგორც „რესპუბლიკელებთან“, ისე „დემოკრატებთან“. BBC-ი წერს, რომ Strontium-ი, რომელიც Fancy Bear-ის სახელითაცაა ცნობილი, სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო დაზვერვასთან, „გრუ“-სთან არის დაკავშირებული.

Microsoft-ში აცხადებენ, რომ ჩინელმა ჰაკერებმა იერიში მიიტანეს იმ პირებზე,რომლებიც ბაიდენის კამპანიაში არიან ჩართულნი, ირანელი ჰაკერები კი ტრამპთან დაკავშირებულ პირებზე თავდასხმას ახორციელებენ.

კომპანიის ინფორმაციით, კიბერთავდასხმების დიდი ნაწილი წარუმატებლად დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო