აშშ-ში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

აშშ-ში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Usatoday-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წელს ხანძარს 19 ადამიანი კალიფორნიის შტატში ემსხვერპლა, 3 - ორეგონში, ვაშინგტონში კი 1 წლის ბავშვი დაიღუპა, რომლის მშობლებსაც ძლიერი დამწვრობა აქვთ მიღებული.

ორეგონის ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის გამო 500 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, რაც შტატის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 10 %-ს შეადგენს.

მდგომარეობას უჩვეულო ქარიც ართულებს. ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქარის შესუსტებაა მოსალოდნელი.

წელს კალიფორნიაში ტყის ხანძრებისგან 12 546 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიწვა. შტატის ისტორიაში 20 უდიდესი ხანძარიდან 6 მიმდინარე წელს მოხდა.

აშშ-ის 12 შტატში ამჟამად ხანძრის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო