გაეროში რუსეთის ელჩი - ნავალნის საქმე ბინძური თამაშია, რომელიც იმან დადგა, ვინც ამისგან სარგებელს ნახულობს

ალექსეი ნავალნის საქმე ბინძურ თამაშს მაოგნებს, რომელიც იმან დადგა, ვინც ამისგან სარგებელს ნახულობს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილ ნებენზიამ განაცხადა.

„არ შეიძლება ამ ინციდენტმა არ გააჩინოს აზრი დადგმული ბინძური თამაშის შესახებ. ეს კი მან გააკეთა, ვინც ამისგან სარგებლობს,“- განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისივე თქმით, რუსეთს გამოძიების დასაწყებად საფუძველი არ აქვს.

„ჩვენს სამართალდამცავებს გამოძიების დასაწყებად საფუძველი არ აქვთ, სხვათა შორის, ჩვენმა ექიმებმა, რომელმაც ნავალნი გადაარჩინეს, მის ანალიზში ვერანაირი ქიმიური იარაღის კვალი ვერ აღმოაჩინეს. გერმანიის მხრიდან არანაირი მტკიცებულება არ მიგვიღია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს იყო მოწამვლის მცდელობის გზით განხორციელებული დანაშაული,“- აღნიშნა ვასილ ნებენზიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს