გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს 06:00-დან 06:15 საათამდე და 09:00-დან 09:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ქალაქ დუშეთში და დუშეთის, ყაზბეგის და მცხეთის რაიონის სოფლებში კობიაანი, მთა ვარცლა, კაიშაურები, ცხვარიჭამია, ფასანაური, ახატანი, სტეფანწმინდა, არშა, სიონი, გუდაური, ჭოპორტი, ტონჩა და მიმდებარე სოფლებში.

ამასთან, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში - სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ჯუთა, გარბანი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა