ინდოეთში კორონავირუსის 96 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 209 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 96 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში კოვიდიფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.5 მილიონს გადააჭარბა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 209 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 76 271-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა