რესქულში უძრავი ქონების შეფასების მეორე კურსი ოქტომბერში დაიწყება

რესქული შემფასებლის პროფესიით დაინტერესებული მსურველების მეორე ნაკადს მიიღებს. კურსი კვლავ თეორიას+პრაქტიკის ფორმატით ჩატარდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული. სამთვიანი სასწავლო პერიოდის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან უძრავი ქონების ზოგად პრინციპებს და მიიღებენ ყველა იმ ძირითად უნარს, რომელიც უძრავი ქონების შესაფასებლად დასჭირდებათ. განურჩევლად იმისა, უკვე აქვთ ამ მიმართულებით გამოცდილება თუ ნულიდან სურთ უძრავი ქონების ინდუსტრიაში კარიერის დაწყება, კურსდამთავრებულები თავისუფლად შეძლებენ თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ინტეგრაციას და დამოუკიდებელ შემფასებლად ჩამოყალიბებას.

რესქული უძრავი ქონების ინდუსტრიაზე ორიენტირებული პირველი სკოლაა საქართველოში, რომელშიც შეფასების პირველი კურსი გასულ წელს შედგა. შედეგად, რესქულს 10 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი სახელმწიფო და კერძო კომპანიების წამყვანი ინტელექტუალური აქტივები არიან და წარმატებით ახერხებენ რესქულში მიღებული გამოცდილებისა და ამაღლებული კომპეტენციის საკუთარ საქმიანობაში გამოყენებას. რესქულის კურსდამთავრებულები ისეთ ორგანიზაციებში არიან დასაქმებულები, როგორებიცაა: შემოსავლების სამსახური, შეფასების ცენტრი და ფინანსური კომპანიები, მათ შორის BIG4-ის წევრი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი. ერთ-ერთი მათგანი საკუთარ საშემფასებლო კომპანიას უძღვება. ისინი კი, ვისთვისაც ახალი იყო შემფასებლის პროფესია, ამ მიმართულებით სტაჟირებას გადიან უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიებში.

უნდა აღინიშნოს, რომ რესქულში პროფესიული სწავლება ადგილობრივად მოქმედი მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. რესქულის ტრენერები Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ექსპერტები და ამავდროულად, RICS-ის წევრები არიან. მათი მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ქართული ბაზრისთვის ტიპიურ მაგალითებს და მსოფლიოს წამყვანი პროფესიული დაწესებულებების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად შეძლონ ქონების ღირებულების დადგენა.

რექსულის უძრავი ქონების შეფასების კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. გამოგვყევი აკადემიური განათლების გზაზე, მიიღე ცოდნა, რომელიც ადგილობრივ და მსოფლიო სტანდარტებს აკმყოფილებს და გახდი დამოუკიდებელი შემფასებელი.

reschool.ge | join@reschool.ge | +995322111277

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს