აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ტექნიკა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ ბიოლოგიური, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სამმართველოს ახალი ტექნიკა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყებას ახალი ტექნიკა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) გადასცა, მათ შორისაა, სამი ერთეული, მაღალი გამავლობის ავტომობილი და სპეციალური მისაბმელი, შესაბამისი აღჭურვილობის განსათავსებლად. აქედან ერთი მაღალი გამავლობის ავტომობილი დასავლეთ საქართველოში, ფოთში შექმნილ სპეც-დანაყოფში გაიგზავნება.

ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბიგლი და DTRA პროექტის ხელმძღვანელი ლერონ ბეიბი დაესწრნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე ასევე გაიმართა ქიმიურ ბიოლოგიური, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტზე რეაგირების საჩვენებელი სწავლება, სადაც ქართულმა დანაყოფმა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს