ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი, წელს, მეთვრამეტედ გამოაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში.

„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბერში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს: 1.საუკეთესო რომანი 2.საუკეთესო პოეტური კრებული 3.საუკეთესო პროზაული კრებული 4.საუკეთესო პიესა 5.საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა 6.საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 7.საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა 8.უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი 9.ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ „თიბისიმ“ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4000-ზე წიგნი განიხილა, 162 პრემია გასცა და 128 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 17 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის ფინალისტები: წლის საუკეთესო რომანი: 1. ბესო სოლომანაშვილი, “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა” (სულაკაურის გამომცემლობა) 2. ანა კორძაია-სამადაშვილი, “ზინკა ადამიანი” (სულაკაურის გამომცემლობა) 3.ლაშა ბუღაძე, “აუდიტორია” (სულაკაურის გამომცემლობა) 4.აკა მორჩილაძე, “ფარშავანგი” (სულაკაურის გამომცემლობა) 5.ალეკო შუღლაძე, “ქრონიკული დაღლილობის სურნელი” (პალიტრა L) წლის საუკეთესო პროზაული კრებული: 1.მამუკა დოლიძე, “გასეირნება დროთა სივრცეში” (ინტელექტი) 2.ვახტანგ კომახიძე, “გაქცევის ტყვეობა” (საარი) 3.ლექსო პაიკიძე, “გიდი” (ბენდესი) 4.ეკა ქევანიშვილი, “არაფერი დედაჩემის შესახებ” (წიგნები ბათუმში).

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: 1.კატო ჯავახიშვილი, “დედაჩემმა მითხრა, რომ” (ინტელექტი) 2.შოთა იათაშვილი, “XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი” (ინტელექტი) 3.ბესიკ ხარანაული, “დიდი სმა” (ინტელექტი) 4.ტარიელ ჭანტურია, “სიყვარულის შავი ყუთი 3” (კალმოსანი) 5.ნატო ინგოროყვა, “სადგურებს შორის” (ინტელექტი).

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: 1.შორენა ლებანიძე, “თუ საჭიროა გათქმევინებთ” (არტანუჯი) 2.ნათია ფანჯიკიძე, “შიშო, გამოდი გარეთ” (არტანუჯი) 3.გიორგი მაისურაძე, “სხვა ენა” (ინდიგო) 4.გურამ წიბახაშვილი, “ზამთარი გადატანილია” (ინდიგო) 5.გელა ჩარკვიანი, “ნაგერალა 80” (ინტელექტი) 6.თემურ ტონია, “ვინილომაგია -ვინილომანია” (პალიტრა L) 7.კახა თოლორდავა, “გაუზავებლად“ (სულაკაურის გამომცემლობა) 8.სალომე აფხაზიშვილი, „სოციალური სიცილი“ (სულაკაურის გამომცემლობა) .

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: 1.მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ (წიგნები ბათუმში) 2.ელისო ფანცხავა, პოლ ოსტერის „4 3 2 1“ (წიგნები ბათუმში) 3.მართა ურუშაძე, „მეხამრიდი“ (ინტელექტი) 4.ნინი ელიაშვილი, „წერტილის შემდეგ“ (ინტელექტი) 5.მაკა ცხვედიანი, „გასტონის კრეპერია“ (ინტელექტი) 6.არჩილ ფირიაშვილი, „ფეხბურთის მოთამაშე“ (პალიტრა L).

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: 1.გურამ ლებანიძე, “რილკეს ელეგიები” (კავკასიური სახლი) 2.რამაზ ჭილაია, “პოეტიკური ჩანაწერები” (პალიტრა L) 3.ზაზა აბზიანიძე, “ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ” (ინტელექტი) წლის საუკეთესო პიესა: 1.დავით ფირცხალავა, “დიდი შესვენება”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი) 2.ალექს ჩიღვინაძე, “მარინა რევია”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი) 3.მაკა კუკულავა, “მეორე ნახევარი”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი).

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა