სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45 503- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 909-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 41 434 პაციენტი გამოჯანმრთელდა.