მარინა ეზუგბაია - ინფიცირებულთა არსებული მატება ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდის, რეგულაციების შესრულების შესუსტების შედეგია

ამ ეტაპზე ინფიცირებულთა არსებული მატება გახლავთ ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდის, რეგულაციების შესრულების შესუსტების შედეგი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები.

„შემოდგომის დადგომასთან ერთად დაავადების მატება მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. მაგრამ ეს მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, ალბათ შემოდგომაზეა ლაპარაკი, ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტვით. ამ ეტაპზე გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება, მეორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ასეთი მატება, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარაკობთ. მეორე ტალღა დაკავშირებულია თვითონ დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე, როდესაც ის იცვლის ხასიათს ან სეზონი იცვლება, მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას, მაინც ყოველთვის სეზონს ვუკავშირებთ, ესაა გვიანი შემოდგომა,“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა