მარინა ეზუგბაია - ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს, ქვეყანა მზადაა

ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს. ქვეყანა მზადაა და სახელმწიფომ თქვენ ყველა ვერტიკალში - მთავრობა, სამედიცინო სექტორი, დაგანახათ მყისიერი ქმედებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მკაცრი შეზღუდვები, რაც ქვეყანაში თვეების წინ იყო, ამ ეტაპზე საჭირო არაა, რადგან ჯანდაცვის სისტემა მზადაა არსებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს.

„მაშინ იყო დასაწყისი. მსოფლიომაც კარგად არ იცოდა, რა მოხდებოდა. ახლა ქვეყანა სამედიცინო სექტორითაც და ლაბორატორიული სამსახურითაც მზადაა გაუმკლავდეს. მაშინ ამ შეზღუდვების აუცილებელი საჭიროება იყო. შემოტანილი შემთხვევები იყო და როდესაც შიდა გავრცელება დაიწყო, გამკაცრდა რეგულაციები და იყო საგანგებო მდგომარეობა. დღეს ამის აუცილებლობა არაა, იმიტომ, რომ დროული დიაგნოსტიკა და გავრცელების პრევენცია შეიძლება.

ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს და ვიცით, რომ ქვეყანა მზადაა, სახელმწიფომ თქვენ ყველა ვერტიკალში- მთავრობა, სამედიცინო სექტორი, დაგანახათ მყისიერი ქმედებები. 8 თვის გამოცდილებით, ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეების გულისხმიერება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა