შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხებიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხებიან. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, დღეს დასაკითხმა ექსპერტებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩაატარეს კვლევა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს 10 მოწმე. აღნიშნული პირები არიან ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა საექსპერტო კვლევები ჩაატარეს და ასევე გამომძიებლები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა, რომლის სისწორეს და უტყუარობასაც დაადასტურებენ, როგორც ექსპერტები, ასევე გამომძიებლები. დღევანდელ პროცესზე დაზარალებულების დაკითხვა არ იგეგმება. დღევანდელ პროცესზე მიკრონაწილაკური ექსპერტიზის კვლევის ჩამტარებელი ექსპერტები არ იკითხებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები იკითხებიან, რომლებმაც მათ შორის ჩაატარეს კვლევა გიორგი შაქარაშვილის ცხედართან დაკავშირებით", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა