მარინა ეზუგბაია - „მწვანე ზონიდან“ გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებლები  დაბალია - შემთხვევების მატებასთან ერთად საწოლფონდის დამატება მოხდება

კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად საწოლფონდის დამატება და გაძლიერება მოხდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება შეაფასა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას გაუმკლავდება, საჭიროების შემთხვევაში გაძლიერდება საწოლფონდი.

„მწავნე ზონიდან“ გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელები ძალიან დაბალია. ჯერჯერობით, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმ სიტუაციას, რომელიც გვაქვს და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი-სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ყველა შეტევას. ეპიდსიტუაციისას შემთხვევების მკვეთრ მატებას, პერიოდულად ლოკალურ აფეთქებებსაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით. ჯანდაცვის სისტემა მზად არის. საწოლფონდი არსებობს, შემთხვევების მატებასთან ერთად მოხდება საწოლფონდის დამატება და გაძლიერება. ჯანდაცვის სამედიცინო სექტორი მზად არის. ჩვენ სულ მთავრობაზე, ჯანდაცვასა და სამედიცინო სექტორზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, აქცენტირება უნდა მოხდეს მოსახლეობაზე. მთავარია ახლა მოქალაქეებს მოვუწოდოთ დაიცვან რეგულაციები, დავარწმუნოთ, რომ კორონავირუსი არსებობს და არსად წასულა.“,-განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს