საბერძნეთის პრემიერი - მიგრანტებთან დაკავშირებით ევროპა სოლიდარობის სიტყვებიდან მოქმედებაზე უნდა გადავიდეს

საბერძნეთი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, მიგრანტებთან დაკავშირებით “სოლიდარობის სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდნენ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, მიგრანტების კრიზისი ევროპის პრობლემაა და მასთან გასამკლავებლად კონკრეტული მოქმედებებია საჭირო.

„ევროპა სოლიდარობის სიტყვებიდან სოლიდარობის მოქმედებაზე უნდა გადავიდეს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, სამი დღის წინ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 000 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია და საფრანგეთი მზად არიან, 400 არასრულწლოვანი მიგრანტი შეიფარონ. 50 მიგრანტი ბავშვისა და მათი ოჯახების მისაღებად მზაობა კი ნიდერლანდებმა გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა