„საქსტატი“ - ბოლო სამ თვეში, 15 წლის ზევით ინტერნეტის მომხმარებელთა 95.2%-მა ინტერნეტი სოციალური ქსელებისთვის გამოიყენა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 83.8%, კომპიუტერით კი 61.8%-ია უზრუნველყოფილი. უფრო კონკრეულად, საქსტატის შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2020 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით საქართველოს შინამეურნეობების 83.8 პროცენტია უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 %-ით აღემატება. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 4.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 90.7 და 74.5 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და 93.5 და 91.9 პროცენტი შეადგინა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74%-მა, რაც 3.4-%ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 82.4 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 61.6 პროცენტით განისაზღვრა.

„15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.4 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.4 პროცენტი კი - უფრო იშვიათად“,-აღნიშნულია გამოკვლევის შედეგებში.

რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების მიზნობრიობას, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.2%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (86.1%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.9%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (47.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (34.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (14.2%).

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 86.5 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7%-ით აღემატება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს