საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრიდან აცნობეს, შედეგები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე: online.naec.ge. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

"საკუთარი შედეგების გვერდზე მაგისტრობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს ის საბოლოო შედეგია, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში", - ნათქვამია ინფორმაიაში.

შეგახსენებთ, რომ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე სამში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა. 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული 12600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატიდან გამოცდაზე გამოცხადდა 87%-მდე გამოსაცდელი. სააპელაციო განაცხადების მიღება 27 აგვისტოდან 2 სექტემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა. აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა 86 პირს. სამაგისტრო გამოცდაზე გამოსული 11 000-ზე მეტი გამოსაცდელიდან საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან მინიმუმ სამში ზღვარი გადალახა 9 000-ზე მეტმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს