თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო, რადგან „ერთ გადაცემაში იმყოფებოდნენ და ერთი მიკროფონი გაუკეთეს“

კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთად იმყოფებოდნენ ერთ-ერთ გადაცემაში.

"2 სექტემბერს, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა, შემდეგ მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, მაგრამ მისი მიკროფონი მე გამიკეთეს.

დამეწყო არატიპიური სიმპტომები. ხველა არ მქონია თავიდან, მაგრამ შემდეგ ძალიან გამიმწვავდა.

გუშინწინ სასწრაფო მყავდა. სასწრაფო რომ მოვიდა, არც მახველებდა, არც სიცხე მქონდა. მერე ამიწია ტემპერატურამ, მაგრამ მაღალი სიცხე არ იყო - 37.3 გრადუსი მიფიქსირდებოდა”, - აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “კურიერთან“.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ. დეპუტატი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება