„თეგეტა მოტორსმა“ საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარების ცენტრს 100 000 ლარის ღირებულების საბურავები და საცხებ-საპოხ მასალები გადასცა

„თეგეტა მოტორსმა“ კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს უსასყიდლოდ 100 000 ლარის ღირებულების საბურავები და საცხებ-საპოხ მასალები გადასცა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “თეგეტა მოტორსიდან” აცნობეს.

მათი ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ ღონისძიება - „მადლობა მედიცინის სფეროში დასაქმებულებს“ - გამართა, რომელსაც გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტი ესწრებოდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, “თეგეტა მოტორსმა“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ფრანგული ბრენდის, „მიშლენის“ საბურავებითა და ამერიკული ბრენდის, „ექსონმობილის“ საცხებ-საპოხი მასალებით უზრუნველყო. „მიშლენი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი საბურავების მწარმოებელი პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც ტექნოლოგიური ინოვაციებით, სიახლეებით, ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა, Exxonmobil კი ინდუსტრიის ლიდერია ნავთობპროდუქტებისა და საცხებ-საპოხი მასალების წარმოების მიმართულებით. კომპანია მოიპოვებს ბუნებრივ გაზსა და ნავთობს 6 კონტინენტზე.

„კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

“თეგეტა მოტორსის” ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის.

“მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის. „თეგეტა მოტორსი“ პანდემიის დაწყების პირველი დღიდან აქტიურადაა ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ პანდემიის პერიოდში პირველ საუნივერესიტეტო კლინიკას სამედიცინო ეკიპირება გადასცა. „თეგეტა მოტორსი“ საგანგებო მდგომარეობის დროს ლუგარის სახელობის ლაბორატორიის, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის გადაყვანას უზრუნველყოფდა. კომპანიამ ასევე კოვიდ 19-თან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ შექმნილ ფონდში 200 000 ლარი ჩარიცხა”,- აღნიშნულია “თეგეტა მოტორსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს