სერგი კაპანაძე - გუნდი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, არ არის გუნდი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს

„ქართული ოცნების“ გუნდი შერჩეულია არა იმ პრინციპით, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ, არამედ, იმ პრინციპით, რომ უსიტყვოდ შეასრულოს ბიძინა ივანიშვილის დავალებები“,-ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულს.

სერგი კაპანაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ გუშინდელ პრეზენტაციაზე არ წარუდგენია არცერთი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, „ ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.

„გუნდი, რომელიც გუშინ წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“, არ არის გუნდი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ეკონომიკური კრიზისდან, რაც დღეს გვაქვს. ეს არ არის გუნდი, რომელიც დაძლევს სიღარიბეს, ეს არ არის გუნდი, რომელიც შეაჩერებს მიგრაციას, ეს არ არის გუნდი, რომელიც გაზრდის ხელფასს და მეტ ფულს დაუტოვებს ოჯახებს. ეს არის გუნდი, რომელიც შერჩეულია არა იმ პრინციპით, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ და ამ ჭაობიდან გამოიყვანოს, არამედ, იმ პრინციპით, რომ უსიტყვოდ შეასრულოს ბიძინა ივანიშვილის დავალებები. ამიტომ არ ვიცნობთ ჩვენ ამ ადამიანების უმრავლესობას. განსხვავება „ევროპული საქართველოს“ გუნდსა და ამ გუნდს შორის არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სწორი ხედვა წინ როგორ წავიდეთ, ჩვენ ვართ ფოკუსირებული არა რაღაც ერთგულებაზე, არა ერთი ადამიანისადმი დამორჩილებაზე, არამედ სწორ ხედვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. საგულისხმოა, რომ გუშინ, პრეზენტაციაზე, არცერთ სპიკერს არ უსაუბრია გეგმებზე, ხედვებზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა