საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების შედეგები ცნობილია

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების შედეგები ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოცდაზე გამოსული 131 გამოსაცდელიდან ზღვარი წარმატებით გადალახა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 22-მა პირმა.

მათივე ინფორმაციით, გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობდა ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება. 2020 წლის ზაფხულის სესიაზე დარეგისტრირებული იყო 140-ზე მეტი პირი, მათგან გამოცდაზე 92%-ზე მეტი გამოცხადდა.მიღებული შეფასების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა