ჩუღურეთში მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება

ჩუღურეთში მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დაახლოებით ერთი წლის წინ გააჟღერა ინიციატივა, ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ინიციატივამ სოციალურ ქსელებში მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, კომისია საზოგადოებას სთავაზობს მოსაზრებას, ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღს გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი დაერქვას.

„კომისია არცერთ საკითხს არ იხილავს მოსახლეობის ჩართულობის გარეშე, მჯერა, გია ყანჩელის სახელობის გეოგრაფიული ობიექტი უმოკლეს დროში დაიმკვიდრებს ადგილს თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების მეხსიერებაში. სახელდების საკითხი, რომელსაც დღეს ვაინიცირებთ, უნდა განვიხილოთ სამაგალითოდ ღიად და ჩვენი თანამოქალაქეების მაქსიმალური მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ გია ყანჩელის სახელის მინიჭების საკითხში ისევე ერთსულოვნება იქნება, როგორც გვაერთიანებს მაესტროს მემკვიდრეობა. გთავაზობთ მოსაზრებას, ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღს დავარქვათ გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღი. ეს ის ბაღი და ის უბანია სადაც დაიბადა და გაიზარდა გია ყანჩელი“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებული მასალები 20 დღის განმავლობაში საკრებულოს ვებ-გვერდზე საჯარო განხილვებისთვის გამოქვეყნდება. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, კომისია მზადყოფნას გამოთქვამს მოისმინოს და განიხილოს საზოგადოების მოსაზრებები.

არტოს ბაღისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება. საზოგადოებას წინასწარ ეცნობება საჯარო განხილვის ჩატარების დრო და ადგილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა