ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალქო სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან აღნიშნა, ოჯახის მოთხოვნა მაქსინალური სასჯელის შეფარდება იყო, თუმცა, "ეს სასამართლოს შეფასების საკითხია”.

" ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირები დასჯილნი არიან საკმაოდ მკაცრად, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებობდა ყველა სათანადო მტკიცებულება. ასევე, ველოდებით, რომ ცოტნე გამსახურდია თავად მიაწვდის გამოძიებას ინფორმაციას. ვფიქრობთ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის უახლოეს მომავალში მოახერხებს ამას და თუ არსებობს რაიმე გარემოება ან პიროვნება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია აღნიშნულ დანაშაულთან, ვერავინ დაემალება პასუხისმგებლობის დაკისრებას”,- აღნიშნა გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ხოლო შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს