სერგი კაპანაძე - „ოცნების“ მაჟორიტარების ერთადერთი ამოცანა იყო, რომ ისინი ყოფილიყვნენ უფრო მდიდარი, მოეგოთ ტენდერები და პარტიულ ყულაბაში ფული შეეტანათ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი სერგი კაპანაძე „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ კვლევას ეხმაურება, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებზე. სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებისათვის არასდროს არ ყოფილა ამოცანა ქვეყანაში არსებული სიღარიბისა და უმუშვერობის დაძლევა, თუნდაც ადგილობრივ დონეზე

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამ მაჟორიტარებისათვის მთავარი ამოცანა იყო მათი კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვება და შემდეგ თანხის შეტანა „პარტიულ ყულაბაში“.

„ის თუ როგორი მაჟორიტარები ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მართავდა ქვეყანას და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ. ივანიშვილის მმართველობის არცერთ ეტაპზე, ამოცანა არ ყოფილა არც სიღარიბის დაძლევა და არც ქვეყნის გამდიდრება. ამოცანა იყო, რომ მისი მაჟორიტარები ყოფილიყვენ კარგად, მისი მაჟორიტარები ყოფილიყვენ უფრო მდიდარი, ვიდრე ხალხი და ამ მაჟორიტარებს შემდეგ ფული შეეტანათ პარტიულ ყულაბაში და მოეგოთ ტენდერები. არანაირი განზრახვა ამ მაჟორიტარებს არ ჰქონიათ, რომ მაგალითად ხელფასი გაზრდილიყო, უმუშევრობა შემცირებულიყო, ან რაიმე პრობლემა გადაეწყვიტათ ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო