დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილის ბოლო განცხადების შემდეგ შთაბეჭდილება იგივე იყო, რაც „ტიკ-ტოკის“ ნახვის შემდეგ - ის ამ ქვეყანაში არ იმყოფება!

იმის მაგივრად, რომ დღეს უმთავრეს გამოწვევად გამოცხადდეს დაქცეული ეკონომიკა, გაღარიბებული მოსახლეობა, „ოცნების“ მთავრობა მთავარ გამოწვევად ისევ „ ნაციონალების“ დამარცხებას მიიჩნევს და კოვიდზე გამარჯვებაზე გვესაუბრება. ველოდები როდის გამოგვიცხადებენ საკრალურ 100 რიცხვს და მერე ჩაგვკეტავენ კიდეც, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ „ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს. „ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ უკვე ძალიან წარმატებულ და ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ . ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ, მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს. მისი ბოლო განცხადების შემდეგ კი, შთაბეჭდილება იგივე იყო, რაც ტიკ- ტოკის ნახვის შემდეგ - ის ამ ქვეყანაში არ იმყოფება! ამას გარდა, უმთავრესი, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, ხდება ფორსმაჟორული და როდესაც კოვიდის ასეთი შემოტევა გვაქვს, მაინტერესებს როდის შეივსება კოვიდ 19-ის ფონდი, სადაც მილიონობით ლარი იყო მობილიზებული, რომელიც მთავრობამ, პარტია „ქართული ოცნების“ სახელით, სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენა და ახლა სრულიად გამოცარიელებულია?!“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს