საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წლის 11 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების: ტ. ღ.-ს, გ. ს.-ს, პ. ყ.-ს და კ. ჩ.-ს მიმართ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში და ბრალდებულებს ტ. ღ.-ს და გ. ს.-ს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის კი, ბრალდებულ კ. ჩ.-ს 5 წლით, ხოლო ბრალდებულ პ. ყ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

საქმე ეხება 2019 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, სუფრაზე წარმოქმნილ კონფლიქტს, რომელიც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა დაზარალებული ცოტნე გამსახურდია.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო