ლევან იოსელიანი - "ქართული ოცნება" შევარდნაძის მთავრობის მავნე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია

პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეების" ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას მას, რამდენიმე ადამიანის იქ ყოფნამ გული დაწყვიტა.

"ეს ადამიანები არ მემეტებიან იმ პოლიტიკურ გუნდისთვის, რომელიც 8 წელი გვატყუებს და ქვეყანას დღესაც არაფერს არ სთავაზობს, გარდა კორუფციისა და ნეპოტიზმისა. ამ რამდენიმე ადამიანმაც კარგად იცის, რომ მათ იქ არავინ არაფერს შეეკითხება და ერთი კაცის ჭკუაზე მოუწევთ სიარული. რაც შეეხება სპორტსმენებს, მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს შევარდნაძის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას, ხალხის გულის მოგების მიზნით სპორტსმენების სიაში შეყვანას. და საერთოდ, "ქართული ოცნება" შევარდნაძის მთავრობის მავნე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა