"მოქალაქეების" გენერალური მდივანი ივანე ნორაკიძე - 20 ივნისის ყველა ანტიგმირი “ოცნების“ სიაშია

"ქართული ოცნება" რომელიც გვეუბნება, რომ მისი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა, წარმოგვიდგენს საარჩევნო სიის ოცეულს, რომელშიც 8- წლიანი წარუმატებელი მმართველობის შემოქმედები, 20 ივნისის მთავარი ანტიგმირები, გავრილოვის ჩამომყვანები, ბავშვებისთვის თავლების დამთხრელები და ასევე წარმატებული სპორტსმენები შედიან, რომლებსაც არც პოლიტიკის გაეგებათ რამე და არც ეკონომიკის " - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენას პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ივანე ნორაკიძე.

მისი თქმით, ნათლად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" მმართველობის იგივე ფორმის შენარჩუნებას აპირებს, როდესაც ერთი ადამიანი -ბიძინა ივანიშვილი გასცემს ბრძანებას და ყველა მისი ქვეშევრდომი უსიტყვოდ ასრულებს მას.

"წარდგენილი სიაში არცერთი დამოუკიდებელი და პრინციპული ადამიანი არ არის, შესაბამისად, არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი ქვეყანას მართლა უკეთესობისკენ შეცვლის, რადგან მათი ერთადერთი დანიშნულება ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილება იქნება და არა ხალხზე ზრუნვა " - აცხადებს ივანე ნორაკიძე, რომლის კომენტარსაც პარტია "მოქალაქეების" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო