საგრანტო კონკურსის შედეგად, 123-მა სტუდენტმა დაფინანსება მოიპოვა

2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება მოიპოვა 123-მა, ხოლო გრანტი გაიუმჯობესა 139-მა სტუდენტმა. მათგან 100%-იანი გრანტის მოპოვება შეძლო 79-მა, 70%-იანი გრანტის - 87 -მა, ხოლო 50%-იანის კი 96-მა პირმა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

"თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებზე. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი წელიწადში ერთხელ ტარდება და შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება. საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა