გიგი წერეთელი დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი, დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მნიშვნელოვან საერთაშორისო თემებზე იმსჯელეს, ამავდროულად, გამახვილდა ყურადღება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში.

გიგი წერეთელის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მაღალი სტანდარტით და იმ მოთხოვნებით ჩატარდეს, რომელიც ეუთოს აქვს, რათა საქართველომ მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა პარტნიორებისაგან.

„დანიის პარლამენტის თავჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე, ჩვენ ვისაბრეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო თემებზე, ეს არის კორონავირუსი, ბელარუსი, კონფლიქტები, მაგრამ ასევე ვისაუბრეთ საქართველოზეც, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე და იმის აუცილებლობაზე, რომ პირველი, ოქტომბრის არჩევნებზე იყვნენ საერთშორისო დამკვირვებლები და მეორე, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი სტანდარტით, დემოკრატიულად, იმ მოთხოვნებით, რაც აქვს ეუთო-ს. მხოლოდ ასე შეიძლება საქართველომ მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს