„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში 11 სექტემბრის მოვლენები გაიხსენეს

საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, 11 სექტემბრის თარიღთან დაკავშირებით „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში ვაზიანში სწავლებაში ჩართული სამხედროების მონაწილეობით მარათონი მოეწყო, რომელიც ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების, ასევე მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების პროცესში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარათონმა სტარტი დედოფალ ელისაბედ II-ის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ბენდის მიერ სწავლებაში სპეციალურად ჩამოტანილი ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებით შესრულებული კომპოზიციით აიღო.

„სპორტული გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. სწავლების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა, კოინები და სერტიფიკატები გადასცეს. დღესვე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად 11-კილომეტრიანი მარში ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს. JTEC-ის პირადმა შემადგენლობამ სტარტი საბრძოლო მომზადების ცენტრიდან (CTC) საქართველოსა და აშშ-ის სახელწმიფო დროშებით IV მექანიზებული ბრიგადის მიმართულებით აიღო. მოგვიანებით მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა 9/11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულები გაიხსენეს. მათ მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, სწავლებაში ჩართული საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო