რომან გოცირიძე - ივანიშვილის სია დაღდასმულია ერთი ნიშნით - იყავი პაიკი, არ იოცნებო სხვა რამეზე

ეს არის ივანიშვილის სია, რომელიც დაღდასმულია ერთი ნიშნით - იყავი პაიკი, არ იოცნებო სხვა რამეზე, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" სიის ოცეულის შეფასებისას განაცხადა. გოცირიძის თქმით, სია შედგება სამი ნაწილისგან: ე.წ. გავრილოვის სია, ნაკლებად ცნობილი ჩინოვნიკები და სპორტსმენები, რომელთა მეშვეობითაც მმართველი გუნდი საკუთარი სიის შელამაზებას სცდილობს.

"სია ისეთივე პრინციპით არის შედგენილი, რაც იყო 2016 -ში: წარუმატებელი მთავრობა და დეპუტატები და შესალამაზებლად უცნობი ადამიანები, რომლებიც 4 წლის შემდეგ აქედან გადიან გასვრილები. ხომ გინახავთ ბუხრის მწმენდავები, განსაკუთრებით ევროპაში, ლამაზად ჩაცმულები რომ ჩადიან ბუხარში და რომ გამოდიან გაშავებულები. პარლამენტში შემოვლენ ლამაზი სახეები და 4 წლის შემდეგ გამოვლენ ისეთები, რომ საზოგადოებას ვერ დაენახებიან. ვიხილეთ ეს ერთხელ. სამი ნაწილისგან შედგება "ქართული ოცნების" სია : გავრილოვის სია თავისი ჯალათებითა და ინსპირატორებით; საშუალო რანგის ჩინოვნიკები - ჯერ კიდევ გაუსვრელები, უცნობები და ნაკლებად გამაღიზიანებლები და ტრადიციულად, შემალამაზებელი სპორტსმენები. ამ პარლამენტში არის 5 სპორტსმენი, მერე რა მოხდა ამით? რამე გაკეთდა? ეს სპორტსმენები, რომლებიც ყველასათვის საყვარელი ადამიანები იყვნენ, მართლაც უზარმაზარ ემოციებს ვდებდით რაგბიშიც და კალათბურთშიც, 3000 ლარია ხელფასი პარლამენტში ხელფასისთვის ხომ არ მოდიან?- რაღაცისთვის მოდიან, ეს რაღაც არის ყოველ წელს მდუმარე დეპუტატების სიაში მათი მოხვედრა, თუ ეს უნდათ, იყვნენ. საბოლოო ჯამში, ყველა ერთ ქვაბში მოიხარშება და გამოვა ნახარში - მორჩილება, პაიკებად ქცევა, ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შესრულება. ამ მორჩილების და ღირსების შემლახავი ქმედებების შედეგი იყო საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა, ყველა გაიქცა, ვისაც ღირსება ჰქონდა, სწორედ იმ ახალი სახეების ნაწილი, რომლებიც მაშინაც შესალამაზებლად მოიყვანეს, მიხვდნენ, რომ თავის შერცხვენა არ ღირდა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სიის პირველი ოცეული გუშინ დაასახელა. ოცეულში სპორტსმენები ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა არიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა