“ლელომ” აქცია - „სპორტი პოლიტიკის გარეშე“ გამართა

“ლელომ” აქცია - „სპორტი პოლიტიკის გარეშე“ გამართა. „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების 2021 წელს გადადება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

საბა ბუაძე აცხადებს, რომ არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ადასტურებს „ქართული ოცნების“ არაჯანსაღ ინტერესს სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტისა და სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას.

“ლოგიკური იქნება, თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები გაიმართება 2021 წლის ოლიმპიადის შემდეგ. აღნიშნული ყრილობა ეწინააღმდეგება პანდემიასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 16 ივლისს გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებს ეთხოვათ, გადადონ დაგეგმილი და რიგგარეშე ყრილობები. დღეს ყრილობა მიმდინარეობს უსამართლოდ და ყოველგვარი წესების დარღვევით, ამ დროს კი “ქართული ოცნების“ სახელით ლერი ხაბელოვი, სიის გარეშე დარჩენილი ადამიანი, აგრძელებს სპორტული ორგანიზაციების მისაკუთრებას და ოლიმპიური კომიტეტის წესდების დარღვევით გეგმავს, რომ მესამე ვადით შეინარჩუნოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა და გააგრძელოს ის კორუფციული საქმიანობა, რომლითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. მისი კორუფციული საქმიანობა ცნობილია, მან ერთ-ერთი სპორტული ფედერაციის მეშვეობით, საკუთარ სასტუმროს 1,6 მლნ. ლარი გადაურიცხა. ეს არის ცალსახა და დადასტურებული მიტაცება ჩვენი ბიუჯეტის რესურსის. სპორტი უნდა იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს