ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს დამატებითი 2400 საწოლის მობილიზება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს დამატებითი 2400 საწოლის მობილიზება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო 72 საათის განმავლობაში კოვიდის სამართავად სახელმწიფოს 3000 საწოლი ექნება.

„პარალელურად მიმდინარეობს სასტუმროების მობილიზება. დღეის მდგომარეობით, უკვე სამასი საწოლია მობილიზებული და ვმუშაობთ დამატებით, რომ შეიქმნას ასევე მაღალი მოცულობა სასტუმროებში, რათა უსიმპტომო კოვიდიანი პაციენტები დროულად გადავიყვანოთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს