ამირან გამყრელიძე - ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ თავი უნდა შევიკავოთ დიდი, ტრადიციული ღონისძიებებისგან

აგვისტოს ბოლო რიცხვებში ერთდროულად რამდენიმე დიდი სადღესასწაულო-საქორწინო ღონისძიებების ჩატარებამ რამდენიმე კლასტერი ჩამოგვიყალიბა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ცაგერში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, მთლიანად ხდება ლაჯანურის მარცხენა სანაპიროზე სოფლების გამოკვლევა და დღეს 450 ნიმუშის პასუხი გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, გაფართოვდა ქუთაისის სკოლის კლასტერი და დღეს კიდევ 8 ინფიცირებული ადამიანი დაემატა.

,,გურიის კლასტერი დროულად შევაჩერეთ და არ არის იქ დიდი გავრცელება. გუშინ გამოვლენდა ქუთაისის კლასტერი, ასევე ცაგერის კლასტერი. ცაგერში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა, მთლიანად ხდება ლაჯანურის მარცხენა სანაპიროზე სოფლების გამოკვლევა. 450 ნიმუში იქნა გუშინ გამოკვლეული და დღეს გვეცოდინება შედეგები. სამწუხაროდ, ასევე დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში და გვაქვს დაკავშირებული შემთხვევები ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ენგურჰესზე და ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ გალსა და ზუგდიდს შორის. იქაც მიმდინარეობს ლოკალიზება ამ პროცესის. ქუთაისის სკოლის კლასტერში 21 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული დღეს დაემატა კიდევ 8 ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა. ყველა ეს დაკავშირებული იყო დიდ საქორწილო ღონისძიებებთან, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მთავრობას,რომ თავი უნდა შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან. ეს გახლავთ მომატებული რისკის ფაქტორი ინფექციის შემდგომი გავრცელების. თუ ჩვენ ამ კლასტერებს დროზე მოვუვლით და არ მივცემთ ინფექციას გავრცელების საშუალებას, რა თქმა უნდა, დროულად შევაკავებთ,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა