არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია“

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას“. როგორც თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება.

„ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი ეძღვენა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მთავრობის ანგარიშს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის შეფასებული ჩვენთან არსებული ბიზნეს - გარემო. ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასება და ასევე კორუფციის აღქმის ინდექსი. ასევე, დადებით კონტექსტში არის ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული ისეთი რეფორმები, როგორიცაა საგადასახადო კოდექსში ცვილელებები, რომელიც მოგების რეინვესტირებას უკავშირდება, საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში მომზადებული ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და ხელისუფლებამ გაატარა. დადებით კონტექსტშია ნახსენები ბიზნესის კეთების ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში” და დადებითად არის შეფასებული მთავრობის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. ნათქვამია, რომ ქალებს დღეს ბევრად უფრო მეტ ხელმისაწვდომობა აქვთ ბიზნესის კეთების და ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილებულია საქართველოში საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების უფლებაში უკანონო ჩარევა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ ასეთი ხდებოდა წინა მთავრობის დროს, როდესაც კერძო საკუთრების არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ხაზგასმულია ანგარიშში აშშ-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყურადღება არის გამახვილებული რუსეთი მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სტაბილურობის კუთხით სახ. დეპის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ეს არის ის, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. გასული 10 წლის მანძილზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი აშშ-ს მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიში, სადაც საქართველო ერთერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით. ხაზგასმულია, აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად Pace ტერმინალისათვის და ლიბერთი ბანკისათვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, მმართველი გუნდი მზად არის, აშშ-თან თანამშრომლობით ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად რეფორმები განაგრძოს.

“ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

„საერთო ჯამში, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა ნდობის მზარდი ნაკლებობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, კომერციული საქმეების კომპეტენტურად, დროულად ან დამოუკიდებლად განხილვის თვალსაზრისით. ზოგიერთი ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლების მანძილზე ჭიანურდება“- წერია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო