ჯანდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ადამიანების პროფესიის მიხედვით კლასტერებად გამოყოფა

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ადამიანების პროფესიის მიხედვით კლასტერებად გამოყოფა, ვინაიდან ბოლო პერიოდში დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, არანაირი კავშირში არ იყო კოვიდინფიცირებულთან თავის სამუშაო ადგილზე,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ექიმები არაპროფესიონალები არიან.

„ექიმი იმავდროულად არის თავისუფალი მოქალაქე და შესაბამისად ეს არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ჩვენი ექიმების არაპროფესიონალიზმზე,“- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში ექიმებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს და იქამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

„არაერთი ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ჩვენ გვქონდა მხარდაჭერა იმის, რომ ჩაგვეტარებინა ტრენინგები ჩვენი ექიმებისთვის. აქედან გამომდინარე, ექიმების გადამზადება მოხდა არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერადად. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება თუ რამდენად ხარისხიანად მოხდა გადამზადების პროცესი და რამდენად მოხდა აღქმა ამ პროცესის შედეგის გამოტანის. ეს პროცესი გრძელდება და იქნება უწყვეტი მანამ, სანამ ამის საჭიროება არ დასრულდება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს