დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნება” არათუ რამის გამოსწორებას პირდება ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს

„გუშინდელი პრეზენტაციის ფორმამაც, შინაარსმაც და სიამაც კარგად აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” ვერ აცნობიერებს რამხელა ეკონომიკურ კრიზისშია შესული ქვეყანა”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის შესახებ განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, ამ სიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, თუ რამხელა ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა და იმის ნაცვლად რომ სიტუაციის გამოსწორება სცადოს, თამამად აცხადებს, რომ იგივე პოლიტიკას გაატარებს მომავალში.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც 31 ოქტომბერი მოიტანს.

„არათუ რამის გამოსწორებას ჰპირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში. ამიტომ, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ოჯახებზე გრძნობს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, გრძნობს იმ უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს, რომელშიც დღეს არის ჩვენი საზოგადოება, თითოეული ასეთი ადამიანისთვის, ერთადერთი შანსი არის არჩევნები, არჩევნებზე მისვლა და „ევროპული საქართველოს“ სახით იმ გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ უკეთესი მომავლისკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა