ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ სიაზე - ამ სიას ჰქვია ბიძინა, ბიძინა და ისევ ბიძინა!

„ვინც არ უნდა იყოს სიის პირველ ხუთეულში, ან მე-10, მე-15, მე- 19 და ასე შემდეგ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ ერთი კაცი და ამ გადაწყვეტილებას დანარჩენებამდე მოიტანს პირველი ხუთეული. ამ სიას შეგიძლიათ დაარქვათ- ბიძინა, ბიძინა, ბიძინა! პირველი ნომრიდან 120-მდე გვაქვს მხოლოდ ბიძინა, - ასე შეაფასა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ოცეული.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ახალი სახე არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, თუმცა პირველი შთაბეჭდილება არ იყო ცუდი.

„თუმცა, მათზე დადებითად არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოლიგარქის სიაში ყოფნას დათანხმდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ოლიგარქს ქვეყანა ჯიბეში აქვს ჩადებული. ვიდრე მოვუსმენდი იმ ახალგაზრდების გამოსვლებს, ვინც ახალ სიაშია, სადღაც იმედი გამიჩნდა, რომ იქნებ საჭიროების შემთხვევაში, მათ მოეხერხებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა და არ გამხდარიყვნენ ფეოდალური მმართველის ვასალები, თუმცა, მათი გამოსვლებიდან გამომდინარე, სადაც ამბობდნენ, რომ თურმე დღევანდელი პარლამენტი ყოფილა უნიკალური პარლამენტი საქართველოს ისტორიაში და არც ერთი სხვა მოწვევის პარლამენტს ასეთი საკანონმდებლო საქმიანობა არ განუხორციელებია, რომ თურმე საკონტროლო ფუნქცია ლამის ამერიკის კონგრესსზე ძლიერი ჰქონია ამ პარლამენტს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის ადამიანების მონური მორჩილების კრიტერიუმით არჩევა და როგორც ჩანს, მან ეს ჩვეული კრიტერიუმი ახლაც გამოიყენა“, -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა